დუბაიში მიმდინარე ტურნირის პირველ ნახევარფინალში უჩვეულო ამბები მოხდა.
მატჩის გადამწყვეტ სეტში რუსმა ანდრეი რუბლიოვმა ერთ-ერთ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იგი თამაშიდან მოხსნეს.
მე-3 სეტში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ბუბლიკი 6:5 დაწინაურდა, როდესაც რუბლიოვმა პრეტენზიებით გვერდით მსაჯს მიმართა და მოიხსენია, როგორც "ჭკუასუსტი".
როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ლაინსმენს რუსული ენა ესმოდა და ყველაფრის შესახებ მთავარ მსაჯს მოახსენა, რომელმაც სუპერვაიზერებთან კონსულტაციის შემდეგ, რუსი ჩოგბურთელის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.