"ორი დიდებული გოლის ავტორი" - იტალიაში ხვიჩას ფანტასტიკურად აფასებენ » სპორტის ხაზი

"ორი დიდებული გოლის ავტორი" - იტალიაში ხვიჩას ფანტასტიკურად აფასებენ

"ორი დიდებული გოლის ავტორი" - იტალიაში ხვიჩას ფანტასტიკურად აფასებენ
29-02-2024, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ფრანჩესკო კალცონას ნაპოლიმ სასუოლო 1:6 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას 9.7 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რადგან ქართველმა 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

აი, როგორ ფასდება კვარას თამაში იტალიურ მედიაში:

"სასუოლოსგან გაცემული სივრცეები კვარამ იდეალურად გამოიყენა. ის ორი დიდებული გოლის ავტორია."

"მას იდეალური თამაში ჰქონდა და აბსოლუტურად ყველაფერი გამოუვიდა. როდესაც ის ბურთს ეხება, ჩვენ თვალს უწყვეტ მაგიას ვადევნებთ."

"ხვიჩას გოლი ძალიან აკლდა და შთაგონებული იყო, რომ სასუოლოს კარი აეღო. მან გოლის გატანა ცენტრიდანაც კი სცადა."

"სასუოლოს სტადიონი კვარასთვის იღბლიანია, მას გასაოცარი თამაში ჰქონდა"
, - წერენ იტალიურ მედიაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.