ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი რეკორდი! | ქართველი მხოლოდ რონალდუსა და მილიტოს ჩამორჩება » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი რეკორდი! | ქართველი მხოლოდ რონალდუსა და მილიტოს ჩამორჩება

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი რეკორდი! | ქართველი მხოლოდ რონალდუსა და მილიტოს ჩამორჩება
29-10-2022, 19:08
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედია, კერძოდ Calcioinpillole ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ მიღწევაზე წერს:

ქართველი შემტევი გახდა მესამე მოთამაშე, რომელმაც 2004/2005 წლების სეზონის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში საწყისი 12 თამაშის თავზე ყველაზე მეტ საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ხვიჩა კვარაცხელიას "სერია ა-ში" 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა (ჯამურად 11) დაუგროვდა და ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა (13) და დიეგო მილიტოს (15) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის გუნდმა "სასუოლო" 4:0 გაანადგურა. "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის პირველ პოზიციას 32 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი