ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ, კერძოდ La Gazzetta dello Sport-მა სტატია ხვიჩა კვარაცხელიას აგენტზე გამოაქვეყნა.
როგორც იტალიელები წერენ, მამუკა ჯუღელი თავისი უკანასკნელი განცხადების გაკეთებით ნაპოლიზე ზეწოლის მოხდენასა და წნეხის გაზრდას ცდილობს.
აი, რა თქვა მამუკა ჯუღელმა სულ ცოტა ხნის წინ:
"ბარსელონა თუ პარი სენ-ჟერმენი? რა თქმა უნდა, ევროპის საუკეთესო კლუბებისგან არის შემოთავაზებები, სხვანაირად როგორ იქნებოდა?"
"ყველაფერი უფრო ნათელი მაისში გახდება", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიას სპორტულმა აგენტმა.
დიდი ალბათობით, მამუკა ჯუღელის ეს კომენტარი ტაქტიკური სვლაა, რათა ნაპოლიში ხვიჩა ნაკლებად შეცვალონ და უფრო მეტი პრიორიტეტი მიანიჭონ.