დინამო ბათუმის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანის ჩემპიონატში გააგრძელებს.
27 წლის ქართველი მცველის ახალი კლუბი "ზობაჰანი" იქნება, რომელიც ირანის რანგით უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.
ზობაჰანი ეროვნულ ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ 25 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და სამეულში მოსახვედრად იბრძვის.
გრიგოლს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული.