"დაემორჩილეთ, ან დაისაჯეთ" - ნაპოლის მწვრთნელის დესპოტური წესწყობილება » სპორტის ხაზი

"დაემორჩილეთ, ან დაისაჯეთ" - ნაპოლის მწვრთნელის დესპოტური წესწყობილება

"დაემორჩილეთ, ან დაისაჯეთ" - ნაპოლის მწვრთნელის დესპოტური წესწყობილება
25-02-2024, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

Napolipiu-ს ინფორმაციით, ნაპოლის ახალმა დამრიგებელმა, ფრანჩესკო კალცონამ გასახდელში მკაცრი წესებით ხელმძღვანელობა დაიწყო.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, ნეაპოლური გუნდის დამრიგებელმა ფეხბურთელებს 3 მთავარი წესი წარუდგინა, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მათ დასჯა გარანტირებული აქვთ:

"პირველი, არავის აქვს უფლება, რომ მწვრთნელს შეეკამათოს. ვინც დაამტკიცებს, რომ თამაშის ღირსია, ის ითამაშებს."

"მეორე, საქმისადმი პროფესიონალიზმი და სერიოზული დამოკიდებულება. მთავარი მწვრთნელისთვის სრული კონცენტრაცია პრიორიტეტულია."

"მესამე, ერთმანეთის მხარდაჭერა და პატივისცემა. კალცონა აპირებს, რომ ამ წესით ნაპოლი ერთ მუშტად შეკრას და დიდ ოჯახად აქციოს"
, - წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი