შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "ივერდონმა" შინ გაბრიელ სიგუას "ბაზელი" მიიღო და 0:2 დამარცხდა.
სტუმართა ახალგაზრდა ქართველი შემტევი გაბრიელ სიგუა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, 37-ე წუთზე გატანილი გოლიც შემოგვთავაზა და გუნდის გამარჯვების მიღწევაში დიდი წვლილი შეიტანა.
სატურნირო ცხრილში ბაზელს 31 ქულა აქვს და 12 გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილს იკავებს.