ალფონსო დევისი მადრიდის "რეალში"? - მედიაში ახალი ცნობები ვრცელდება » სპორტის ხაზი

ალფონსო დევისი მადრიდის "რეალში"? - მედიაში ახალი ცნობები ვრცელდება

ალფონსო დევისი მადრიდის "რეალში"? - მედიაში ახალი ცნობები ვრცელდება
24-02-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილი ხდება, რამდენიმე დღის წინ, ბაიერნის სპორტულ დირექტორსა და ალფონსო დეივისის აგენტს შორის შეხვედრა შედგა.

უკვე რამდენიმე თვეა იწერება, ფეხბურთელი ბაიერნის დატოვებას სერიოზულად განიხილავს, 23 წლის ფეხბურთელის დამატება კი რეალს სურს.

მხარეებს შორის მუდმივი კონტაქტია და პირადი კონტრაქტის შეთანხმება, საკმაოდ მარტივი იქნება.

გერმანული მედიის ცნობით, მადრიდელები პირველ შეთავაზებას მალე გააკეთებენ. იმის ფონზე, რომ დეივისს მიუნხენურ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება, რეალი ფეხბურთელის სანაცვლოდ €40-50 მილიონზე მეტის გადახდას არ გეგმავს. "სამეფო კლუბში" ფიქრობენ, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება კანადელის დასამატებლად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.