"სწორედ ამიტომ წავაგეთ" - ჯიკიჩი დანიასთან წაგების მიზეზებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"სწორედ ამიტომ წავაგეთ" - ჯიკიჩი დანიასთან წაგების მიზეზებზე საუბრობს

"სწორედ ამიტომ წავაგეთ" - ჯიკიჩი დანიასთან წაგების მიზეზებზე საუბრობს
24-02-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ციკლი დანიაში მარცხით დაიწყო.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა განვლილ თამაშზე ისაუბრა:

"პირველ რიგში, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ყველაფერი მარტივადაა, მათ მოხსნებში გვაჯობეს და ჩვენი დაკარგვების შემდეგ ბევრი ქულა აიღეს. ამას გარდა, მე-2 ტაიმში 47 ქულა მივიღეთ, რაც სრულიად მიუღებელია. ეს საკვალიფიკაციო ციკლის პირველი მატჩი იყო და აუცილებელია, დანარჩენ თამაშებში მეტი სამუშაო გავწიოთ. ამ შეხვედრაში დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, რათა ისინი შემდგომში აღარ გავიმეოროთ. სერბეთი ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია და მაქსიმუმის გაკეთება გვჭირდება. ვეცდებით, ისეთივე დაცვა ვითამაშოთ, როგორც პირველ ტაიმში და სიტუაციის გაკონტროლება მოვახერხოთ. სხვანაირად წარმატებას ვერ მივაღწევთ. დღეს ნამდვილად იყო მომენტები, რომლებიც მომეწონა, თუმცა, ისეთიც ბევრი რამ დავინახე, რაც არ მომეწონა. ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. დანიას ჩვენზე ოცით მეტი შეტევა ჰქონდა და ეს გამოიყენა, ამიტომაც წავაგეთ" - თქვა ჯიკიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი