"ილიამ თავისი ქამარი გადაჭედილ დინამოზე წარადგინოს" - ქართველი ჟურნალისტის მისასალმებელი ინიციატივა » სპორტის ხაზი

"ილიამ თავისი ქამარი გადაჭედილ დინამოზე წარადგინოს" - ქართველი ჟურნალისტის მისასალმებელი ინიციატივა

"ილიამ თავისი ქამარი გადაჭედილ დინამოზე წარადგინოს" - ქართველი ჟურნალისტის მისასალმებელი ინიციატივა
23-02-2024, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი სპორტული ჟურნალისტი, მამუკა კუკულაძე მისასალმებელი ინიციატივით გამოდის. აი, რას წერს ის:

"თქვენი იმედი მაქვს - დამეხმარეთ პოსტის გავრცელებაში. ილია 21 მარტს დინამოზე საჩემპიონო ქამართან ერთად."

"როგორც ვიცით უკვე ოფიციალური ინფორმაციაა, რომ ილია თოფურია თავის საჩემპიონო ქამარს კვირას სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგენს (რეალი სევილიას მატჩის წინ)."

"ილიამ ჩემპიონობის შემდეგ ახსენა, რომ მარტში საქართველოში გეგმავს ჩამოსვლას და მგონი იდეალური იქნება, რომ 21 მარტს დინამო არენაზე საქართველო ლუქსემბურგის მატჩის წინ, ილია თავის საჩემპიონო ქამართან ერთად გადაჭედილი ტრიბუნების წინ გამოვიდეს და ბიჭებს დამატებითი მუხტი მისცეს."

"ესპანელებმა დააფასეს ილია და ჩვენ, ჩვენი ისტორიული მატჩის წინ, ისტორიის დამწერი კაცი შესაბამისად უნდა დავაფასოთ."

"როგორც შემატყობინეს, სეტანტას ინიციატივით უკვე შედგა კონტაქტი ფეხბურთის ფედერაციასთან და მალე ილიასაც დაუკავშირდებიან. თოფურია თბილისში ჩამოსვლას 7-8 მარტისთვის გეგმავს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა საქართველო ლუქსემბურგის მატჩისთვის მოხდეს"
, - წერს ქართველი ჟურნალისტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.