"ისეთი მოთამაშე გვჭირდება, ვინც მოედანზე უპირატესობას შექმნის" - დინამოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ისეთი მოთამაშე გვჭირდება, ვინც მოედანზე უპირატესობას შექმნის" - დინამოს მწვრთნელი

"ისეთი მოთამაშე გვჭირდება, ვინც მოედანზე უპირატესობას შექმნის" - დინამოს მწვრთნელი
22-02-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის დინამოს დამრიგებელი, ანდრეას კარასკო მედიასთან საუბრობს:

"შეკრება საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა. იყო როგორც ცუდი, ასევე კარგი შედეგები, მაგრამ გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა მას შემდეგ, რაც ბირთვი ვიპოვეთ.

ბევრი ახალგაზრდა გვყავდა დინამო თბილისის აკადემიიდან. ასევე, მათთან ერთად სინჯებზე იმყოფებოდნენ ფეხბურთელები, რომელთაც ადაპტაციის გასავლელად დრო სჭირდებათ.

შეკრებას დადებითად შევაფასებ. გუნდში განწყობა ყოველდღიურად უმჯობესდება. ზოგადად, ვცდილობთ, შევქმნათ გუნდი, რომელიც ცოტა გოლს გაუშვებს. რაც აუცილებლად გვჭირდება, ეს თავდასხმაში უკეთ თამაშია.

ჩვენთან არიან შესანიშნავი ფეხბურთელები – სალია, სიხარულაშვილი, რომანოვსკი, სანტისი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთამაშე, რომელიც ერთი ერთზე თამაშით მოედანზე უპირატესობას შექმნის, ასევე, ვეძებთ ფორვარდს. სხირტლაძის წასვლის შემდეგ ამ პოზიციაზე ტექნიკური და მაღალი დონის მოთამაშე საჭიროა"
, – ამბობს ანდრეს კარასკო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი