ქართული სამწვრთნელო შტაბი აზიურ ნაკრებში - გელა შეყილაძე ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის » სპორტის ხაზი

ქართული სამწვრთნელო შტაბი აზიურ ნაკრებში - გელა შეყილაძე ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის

ქართული სამწვრთნელო შტაბი აზიურ ნაკრებში - გელა შეყილაძე ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის
21-02-2024, 21:47
Aa Aa
გაზიარება:

ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე გუნდში პეტრ სეგრტის თანაშემწე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. 53 წლის ქართველი სპეციალისტის ასისტენტი თამაზ ბოკერია იქნება, რომელიც ასევე მუშაობდა სეგრტის შტაბში.

შეყილაძე 2007-2011 წლებში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა და იყო პეტარ სეგრტის ასისტენტიც ახალგაზრდულ ნაკრებში. ხორვატ სპევიალისტთან ერთად მან ასევე იმუშავა ავღანეთის, მალდივებისა და ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებებში.

სეგრტი ტაჯიკეთს 2022 წლიდან თავკაცობდა. ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ისტორიაში პირველად მოახერხა აზიის თასის ფინალურ სტადიაზე გასვლა, სადაც 1/4-ფინალშიც გააღწია. ტურნირის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთენლმა პოსტი დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი