ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკურის ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა » სპორტის ხაზი

ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკურის ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა

ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკურის ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა
20-02-2024, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხზე მთავარი არხი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:

"20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა."

"განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავებოდა."

"ამავე საქმეზე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების ყოფილი უფროსიც. მისი სასამართლო პროცესი 26 თებერვალსაა ჩანიშნული."

"20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა."

"გარდაცვლილის ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატარა. ისინი წამლების ზედოზირებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ამავე ექსპერტიზის დასკვნით, სასიკვდილო დოზაა"
, - წერს მთავარი არხი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი