თბილისის დინამომ თურქული შეკრების ბოლო მატჩი მოიგო » სპორტის ხაზი

თბილისის დინამომ თურქული შეკრების ბოლო მატჩი მოიგო

თბილისის დინამომ თურქული შეკრების ბოლო მატჩი მოიგო
19-02-2024, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის დინამომ თურქული შეკრების ბოლო შეხვედრა მოლდოვურ ბელცისთან ჩაატარა და მეტოქეს დიდი სხვაობით, 4:0 მოუგო.

ანდრეს კარასკოს შეგირდებმა მოლდოველებთან უპირატესობა პირველივე ნახევარში მოიპოვეს. აღნიშნული მატჩის ანგარიში დინამოს ფრანგმა ლეგიონერმა, დომინიკ საიმონმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ბელცის კარი დავით გოცირიძემ, დანიელ რომანოვსკიმ და ოსკარ სანტისმა აიღეს.

საგულისხმოა, რომ ეს თურქეთში დინამო თბილისის მეექვსე ამხანაგური მატჩი იყო, რის შემდეგაც დინამოელებმა შეკრება დაასრულეს.

ცნობისთვის, ეროვნულ ჩემპიონატში დედაქალაქელები სადებიუტო შეხვედრას პირველ მარტს, წყალტუბოს სამგურალთან საშინაო კედლებში ჩაატარებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი