ილია თოფურია UFC-ის ახალი ჩემპიონია, მან ბრწყინვალე სტილში ლეგენდარული ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ ილიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
"თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, ძალიან გახარებული ვარ . პირველ რიგში, როდესაც ვიბრძვი მსაჯები არ მჭირდება, მათ შეუძლიათ გავიდნენ და დაისვენონ. ის ბიჭი ძალიან სწრაფი იყო, ჯებებს სწრაფად იყენებდა. ცოტათი გამაბრაზა. დრო დამჭირდა, რომ მისი მოძრაობები შემესწავლა. მე უბრალოდ სწორ დროს ველოდი. როგორ ვთქვა, მან რამდენჯერმე დამიჭირა და დარტყმები გამიტარა, ამის გამო კი ზეიმობდა. ბრძოლის გეგმა პირველივე მომენტიდან ის იყო, რომ გრძელი კომბინაციები შემესრულებინა, არ მიყვარს მოკლე კომბინაციები, რომლებიც ოთხ-ხუთ დარტყმაში სრულდება, გრძელი კომბინაციის წაკითხვა უფრო რთულია”.
ვოლკანოვსკი ძალიან კარგი ადამიანია. მე ვაპირებ, რომ მას განმეორებით ჩხუბის შანსი მივცე. ამავდროულად, დროა ახალ თაობას ახალი გამოწვევების საშუალება მივცეთ. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი საქმე ჩხუბია და ვისაც მეტყვიან, იმას დავუპირისპირდები. ჩემი მიზანი UFC-ის მსოფლიოს ჩემპიონობა იყო. ახლა სახლში უნდა დავბრუნდე და შემდეგი დიდი ნაბიჯებისთვის ჩემს გუნდთან ერთად მოვემზადო”.
“მინდა ჩემს პატარა საქართველოს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ჩემს გვერდით დგახართ. ყველანი გულში მიყვარხართ, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება. იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ორ ასეთ ქვეყანას წარმოვადგენ - საქართველოსა და ესპანეთს.
თუ UFC ვოლკანოვსკისთან განმეორებით ბრძოლას ესპანეთში შემომთავაზებს, ეს პრობლემა არ იქნება - წავიდეთ. ახლა უბრალოდ დასვენება მჭირდება, სასმლის დალევა მინდა და ჩემს ოჯახთან ერთად დროის გატარება” - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.