"თუ კვერცხები შემოგრჩა, გელოდები!" - თოფურია მაკგრეგორს იწვევს » სპორტის ხაზი

"თუ კვერცხები შემოგრჩა, გელოდები!" - თოფურია მაკგრეგორს იწვევს

"თუ კვერცხები შემოგრჩა, გელოდები!" - თოფურია მაკგრეგორს იწვევს
18-02-2024, 12:07
Aa Aa
გაზიარება:

ალექსანდერ ვოლკანოვსკის იკონური დანოკაუტების შემდეგ, რამაც ილია თოფურიას, საქართველოს და ესპანეთს UFC-ის ნანატრი ქამარი მოუტანა, ქართველი ჩემპიონი ემოციებისგან უფრო ჩანდა დაღლილი, ვიდრე უშუალოდ ლეგენდარულ ავსტრალიელთან ბრძოლით.

"ძალიან ბედნიერი ვარ, მეუბნებოდნენ, ამას ვერ შეძლებ, ამას ვერ მოახერხებო. ჩემში ეჭვი ეპარებოდათ, არ სჯეროდათ. ერთადერთი, ვისიც ამ ცხოვრებაში უნდა ირწმუნოთ და დაიჯეროთ, ეს საკუთარი თავია. ყოველთვის ენდეთ საკუთარ თავს, თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. შემომხედეთ, შემომხედეთ ახლა!”

მე უბრალოდ ვიცი, რა შემიძლია, ჯო. ისე ვშრომობდი ამისთვის, ისე მაგრად ვშრომობდი! ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღესაც UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. ხალხო, არა აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, თუკი იცი, სად მიდიხარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, რა არის შენს წინ. მე მუდამ მჯეროდა საკუთარი თავის, მუდამ მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ამისთვის სულ მძიმე შრომა მიწევდა!

მგონი დადგა დრო, UFC ესპანეთს ესტუმროს - ჰეი, კონორ მაკგრეგორ, თუ შემოგრჩა კვერცხები ესპანეთში გელოდები!"
- თქვა ქართველმა ჩემპიონმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.