ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს? - რუსული პრემიერ-ლიგა ზურიკო დავითაშვილზე სტატიას აქვეყნებს » სპორტის ხაზი

ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს? - რუსული პრემიერ-ლიგა ზურიკო დავითაშვილზე სტატიას აქვეყნებს

ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს? - რუსული პრემიერ-ლიგა ზურიკო დავითაშვილზე სტატიას აქვეყნებს
31-10-2022, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

რუსულმა პრემიერ-ლიგამ ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს სტატია მიუძღვნა წარწერით - "რუბინში" ხვიჩას ძმაკაცი საფრანგეთში ცეცხლს ანთებს! ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს?

"2019 წლის ზაფხულიდან 2022 წლის აპრილამდე ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა. ზურიკო თავისი გუნდების ლიდერი არ იყო, რასაც მისი სტატისტიკა მოწმობს - საერთო ჯამში, პრემიერლიგაში 68 მატჩში 5 გოლი გატანილი.

21 წლის ქართველი ნახევარმცველი რუბინში, როტორსა და არსენალში ასპარეზობდა, მაგრამ აგვისტოში ბათუმის დინამოს გავლით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ბორდოს ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ლიგა 2-ში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა ზურიკოს. პირველივე თამაშში მოახერხა და მისი გოლით გუნდს მოაგებინა. მომდევნო ტურში ლავალთან 69-ე წუთზე გამარჯვების გოლი ალბერტ ელისმა გაიტანა, გადაცემა კი დავითაშვილმა გაუკეთა.

13 ტურის მერე ბორდო 27 ქულით ლიდერია, ხოლო ზურიკოს გულშემატკივრები აქებენ. ზოგიერთი გუნდში საუკეთესოდაც მიიჩნევს. პატრიკ ესტამპმა France Bleu Gironde-დან ბასტიასთან მატჩის შემდეგ, ზურიკოს სისწრაფეს გაუსვა ხაზი: მომეჩვენა, რომ ბევრს ცდილობდა, თუმცა ბურთს კარგავდა. არ არის საჭირო სისწრაფისა და დაჩქარების ერთმანეთში არევა.

"ბორდო" დავითაშვილის იჯარით აყვანაში არ შეცდა. ზურიკო ძალიან კარგად ასპარეზობს ბორდოს რიგებში და არ არის გამორიცხული ხვიჩას ძმაკაცი ერთი წლის შემდეგ "პსჟ"-ში ვიხილოთ"


შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე "ბორდო" "სტად ბორდელეს" ესტუმრება და მნივნელოვანი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი