ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში" ? - მედია გააქტიურდა » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში" ? - მედია გააქტიურდა

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში" ? - მედია გააქტიურდა
15-02-2024, 15:58
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონას ინტერესის სფეროში იმყოფება და კლუბი მას მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად განიხილავს. ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური გრანდი ხალი გარემარბის აქტიურ ძიებაშია. რეალური კანდიდატი სამია და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ კვარაცხელიაა.

რას წერენ ესპანეთში:

"მიმდინარე სეზონში ბარსელონას ფლანგებზე აშკარა დისბალანსი გააჩნია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მომავალი სეზონისთვის მარცხენა ფლანგზე ახალი ფეხბურთელის დამატება სურს. ჩავი ძალიან ენდობოდა უსმან დემბელეს, თუმცა, მან კონტრაქტის გამოსყიდვის ოფციონით ისარგებლა და პსჟ-ს მიაშურა, რის შემდეგაც ფლანგზე მხოლოდ ლამინ იამალი დარჩა.

ბარსელონაში ყველაზე მეტად 4-3-3 სქემა მოსწონთ, სადაც სწორედ კონკრეტულად გარემარბებად მოთამაშე ფეხბურთელები მოიაზრებიან, კარგი დრიბლინგითა და უნარით, რომ მეტოქე მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდეთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კლუბში რამდენიმე მოთამაშე უკვე შერჩეული ჰყავთ.

სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა, 23 წლის ქართველი შემტევი ნაპოლიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სწორედ ბარსელონას მეტოქე იქნება. კვარაცხელიას ხელშეკრულება ასევე 2027 წლამდეა გათვლილი და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ნამდვილად მზად არის, რომ თავი "დიდ გუნდში" ამოჰყოს. მან გასულ სეზონში ნაპოლიში 14 გოლი და 17 საგოლე პასი ჰქონდა, თუმცა, კლუბში ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება, მის აგენტს კი არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ბარსელონაში ან რეალში სიამოვნებით ითამაშებდა."
- წერს დეპორტივო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.