"ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - დანა უაითი თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - დანა უაითი თოფურიაზე

"ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი" - დანა უაითი თოფურიაზე
14-02-2024, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიას სამომავლო ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც ქართველს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ელის:

"რაც არ უნდა მაგარი იყოს, წინ ჯერ კიდევ დიდი დროა და დასამტკიცებელიც ბევრი აქვს. ილია თოფურიას ჯერ არ ჰქონია ისეთი ბრძოლა, სადაც ის სახელიან მეტოქეს დაამარცხებდა, ახლა კი სწორედ ასეთი შემთხვევაა."

"სტატისტიკა მრავალნაირი შეიძლება გქონდეს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ თოფურიას ჯერ არ აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება"
, - ამბობს უაითი

ცნობისთვის, თოფურიასა და ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალსაა დანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი