"თუ ამას შეინარჩუნებენ, კონკურენციას ვერავინ გაუწევს", - ბუფონი ნაპოლის საჩემპიონო შანსებზე » სპორტის ხაზი

"თუ ამას შეინარჩუნებენ, კონკურენციას ვერავინ გაუწევს", - ბუფონი ნაპოლის საჩემპიონო შანსებზე

"თუ ამას შეინარჩუნებენ, კონკურენციას ვერავინ გაუწევს", - ბუფონი ნაპოლის საჩემპიონო შანსებზე
28-10-2022, 20:32
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური პარმას 44 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე და მილანის ინტერის საჩემპიონო რბოლაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:

"როგორც ცხოვრებაში, ასევე ფეხბურთშიც, ყველაფერი შესაძლებელია. პირადად მე ეს 2016 წელს იუვენტუსთან ერთად საკუთარ თავზე გამოვცადე, მაშინ, როდესაც 11-ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა და ცხრილში ჩვენზე წინ ბევრი გუნდი იყო. მაშინ ეს ყველაფერი გუნდურობის და ერთობის ხარჯზე მოვახერხეთ.

მიმდინარე სეზონში, ინტერის შესაძლო ქამბექზე საუბარი შესაძლებელია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნაპოლი ამ ფიზიკურ ფორმას, თავდაჯერებას და თამაშის ხარისხსს შეინარჩუნებს, სპალეტის გუნდს კონკურენციას ვერავინ გაუწევს
", - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, მე-11 ტურის შემდეგ, ნაპოლი იტალიის სერია ა-ს 29 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ მილანს, 26 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ინტერს, სიმონე ინძაგის გუნდი 21 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი