ოსიმენის თამაში საეჭვოა - ვიქტორი აფრიკიდან პრობლემებით ბრუნდება » სპორტის ხაზი

ოსიმენის თამაში საეჭვოა - ვიქტორი აფრიკიდან პრობლემებით ბრუნდება

ოსიმენის თამაში საეჭვოა - ვიქტორი აფრიკიდან პრობლემებით ბრუნდება
13-02-2024, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ აფრიკის თასის ფინალი კოტ დ'იუვარსა და ნიგერიას შორის გაიმართა, რომელიც მასპინძელმა ქვეყანამ 2-1 მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლისკენ გაფრინდა, მისი თამაში სერია A-ს მომდევნო ტურში მაინც საეჭვოა.

როგორც Spazionapoli წერს, ნაპოლისა და ნიგერიის ნაკრების სტრაიკერს ვირუსი აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯენოასთან ითამაშოს.

ცნობისთვის, ნაპოლისა და ჯენოას დაპირისპირება 17 თებერვალს გაიმართება, ბარსელონასთან კი მაცარის გუნდი 21 თებერვალს, 23:55-ზე ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი