დღეს კოპენჰაგენი სიტის ხვდება - შედგება თუ არა ხოჭოლავა-ჰოლანდის დუელი? » სპორტის ხაზი

დღეს კოპენჰაგენი სიტის ხვდება - შედგება თუ არა ხოჭოლავა-ჰოლანდის დუელი?

დღეს კოპენჰაგენი სიტის ხვდება - შედგება თუ არა ხოჭოლავა-ჰოლანდის დუელი?
13-02-2024, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე მაყურებელს ჩემპიონთა ლიგა საპლეიოფო სტადიით დაუბრუნდება, ერთ-ერთი მატჩი კი დანიაში შედგება, სადაც ადგილობრივი კოპენჰაგენი მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტის დაუხვდება.

როგორც იცით, დანიულ კლუბში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, დათი ხოჭოლავა თამაშობს, რომელიც სიტისთან დაპირისპირებას ტრავმის გამო გამოტოვებს.

სამწუხაროდ, ხოჭოლავას თვეების წინ მუხლზე ჩატარებული ოპერაციის სარეაბილიტაციო კურსი ჯერაც არ დაუსრულებია, რის გამოც მისი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის დუელი არ შედგება.

სხვათა შორის, როგორც იწერება, დათი ხოჭოლავამ არამარტო სიტისთან შეხვედრები, არამედ საქართველო-ლუქსემბურგიც უნდა გამოტოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი