კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრები 2024 წლის აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრები 2024 წლის აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია

კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრები 2024 წლის აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია
12-02-2024, 02:17
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ დასრულდა აფრიკის თასის 2024 წლის გათამაშების ფინალი, სადაც ერთურთს ნიგერიისა და კოტ-დ'ივუარის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნიგერია თავდაპირველად მეტოქეს 1:0 ამარცხებდა, საბოლოოდ შეხვედრის შემოტრიალეა და გამარჯვების მოპოვება კოტ-დ'ივუარელებმა შეძლეს, მატჩი 1:2 დასრულდა.

მატჩის გმირი სებასტიან ალე გახდა, ხოლო პირველი გოლი ჩემპიონთაგან ფრანკ კესიმ შეაგდო.

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიელთა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შეხვედრა სრულად ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი