ჩიკაგოსთან ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ბითაძეს 14 წუთი დაუთმეს » სპორტის ხაზი

ჩიკაგოსთან ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ბითაძეს 14 წუთი დაუთმეს

ჩიკაგოსთან ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ბითაძეს 14 წუთი დაუთმეს
11-02-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გარკვეული სათამაშო პაუზის შემდეგ გოგა ბითაძემ სათამაშო დრო მიიღო. ეს მოხდა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, რომელშიც ორლანდო მეჯიქმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 114:108 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხეს. „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო 36 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, ხოლო „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 28 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 14:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და სამიდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდო მეჯიქს“ 29 გამარჯვება და 24 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი