სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა » სპორტის ხაზი

სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
10-02-2024, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის სპორტის სასახლე ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. პლანეტის პირველმა ნომერმა, სანდრო ბაზაძემ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, დაძაბულ შეხვედრაში ირანელ ხმლით მოფარიკავესთან, ალი პაკდამანთან 13:15 წააგო. შეჯიბრის გამარჯვებული კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი გახდა.

თბილისის მსოფლიო თასზე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ სრულად გამოიყენა მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი და ტურნირზე, სანდრო ბაზაძის გარდა, კიდევ თხუთმეტი ქართველმა მოფარიკავე – ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა გამოვიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი