"წადი, შენი ქართველი დედაო" - რა ისტორიას იხსენებს გიგა ჭიკაძე? » სპორტის ხაზი

"წადი, შენი ქართველი დედაო" - რა ისტორიას იხსენებს გიგა ჭიკაძე?

"წადი, შენი ქართველი დედაო" - რა ისტორიას იხსენებს გიგა ჭიკაძე?
28-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი სპორტსმენი, გიგა ჭიკაძე, რომელიც MMA-ში ჩხუბობს ძველ ისტორიას იხსენებს, რომელიც მასსა და მის მეგობრებს ამსტერდამში ცხოვრების დროს გადახდათ:

"საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ფიზიკურ შეხებამდე არასდროს მივიდეს საქმე და თუ მაინც მივიდა, მხოლოდ სიტუაციის განმუხტვისთვის და არა ვინმეს დაჩაგვრის მიზნით. ამსტერდამში მქონდა შემთხვევა, მე და რამდენიმე სპორტსმენი მაღაზიიდან გამოვდიოდით და ჩემი ერთი გუნდელი შემთხვევით ვიღაც ტიპს დაეჯახა. მან დაიწყო გინება, ყვირილი. მე ამ ჩემს გუნდელს ვეუბნები: წამო, წამო, თავი დაანებე-მეთქი და მე მომიბრუნდა: სადაური ხარ, შენ, მაროკოელიო? მე ვუთხარი: არა, ქართველი-მეთქი და წადი, შენი ქართველი დედაო. მაშინ ერთი-ორი ილეთი ჩავუტარე, აზრზე მოსასვლელად."

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა კალვინ კატარის წინააღმდეგ 2022 წლის 16 იანვარს გამართა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი ამერიკელ მეტოქესთან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი