ეროვნული ლიგის განახლებამდე ქართული კლუბები მოსამზადებელ ეტაპს გადიან და სატრანსფერო რბოლაშიც ჩართულნი არიან.
როგორც დინამო ბათუმის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, აჭარულმა კლუბმა ერთბაშად სამი ახალი მოთამაშე დაიმატა!
ანდრეი დემჩენკოს გუნდის ახალწვეულები ნიკა მალი, ედმუნდ მენსა და გაბრიელ რამოსი გახლავთ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეროვნული ლიგა ბათუმის დინამოსთვის პირველ მარტს განახლდება, მათი მეტოქე კი ფოთის კოლხეთი იქნება.