იტალიური La Repubblica წერს მომენტზე, რომელიც კოპა იტალიის მეოთხედფინალში, ლაციოსა და რომას დაპირისპირების დროს მოხდა.
ლაციოს გულშემატკივარმა სტუმართა გუნდის ფეხბურთელს, ედოარდო ბოვეს, ლუდის ბოთლი ესროლა. რის გამოც რომის პოლიციამ იგი 4 წლით სტადიონზე მისვლის აკრძალვითა და მატჩებზე დაუსწრებლობით დაისაჯა.
ლაციომ მეტოქეს 51-ე წუთზე მატია ძაკანის თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია და ნახევარფინალურ ეტაპზე იუვენტუსს გაეჯიბრება.