"სანტიაგო ბერნაბეუზე მაკგრეგორთან ჩხუბი მინდა" - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"სანტიაგო ბერნაბეუზე მაკგრეგორთან ჩხუბი მინდა" - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

"სანტიაგო ბერნაბეუზე მაკგრეგორთან ჩხუბი მინდა" - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე საუბრობს
7-02-2024, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია საჩემპიონო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი უძლიერესი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

აღნიშნულ ბრძოლამდე სპორტსმენები მედიასთან აქტიურად თანამშრომლობენ და სხვადასხვა საკითხს მიმოიხილავენ.

აი, რას ამბობს ილია თოფურია:

"რასაკვირველია, UFC-ს ივენთი ესპანეთში 2024 წელს ჩატარდება. დიდი ალბათობით, ეს წლის ბოლოს მოხდება. მსურს, რომ აღნიშნული სანტიაგო ბერნაბეუზე მოხდეს, სადაც არსებობს შანსი, რომ ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდოს."

"დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონი მზად იქნება, გადახურვაც შეეძლებათ და ბალახის დაზიანებისგან დაცვა."

"შესაძლებელია, რომ ჩემი პირველი ტიტულის დაცვა სწორედ ესპანეთში, კონორ მაკგრეგორთან მომიწიოს."

"ზუსტად არ ვიცი ჩამოვა თუ არა ჩემს საქომაგოდ სერხიო რამოსი ვოლკანოვსკისთან, რადგან მას ახლა მიმდინარე სეზონი აქვს"
, - თქვა თოფურიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი