იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"პირადად ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერი მარცხენა ვინგერი მსოფლიოს ახლა არავინ ჰყავს. ის ჯეკ გრილიშსაც აღემატება და კინგსლი კომანსაც, თუმცა მსურს, რომ კვარა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ხშირად და უფრო შორს ვნახო."
"ჩემი აზრით, კვარაცხელია ლეაოსაც ჯობნის და მას ისეთი რაღაცების კეთება შეუძლია, რასაც ლეაო ვერასდროს იზამდა", - თქვა კასანომ
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სერია A-ში ნაპოლის ქართველ გარემარბს უკვე 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.