როგორც იცით, ინგლისურმა უოტფორდმა გიორგი ჩაკვეტაძე გენტიდან ოფიციალურად გამოისყიდა.
აღნიშნული ტრანსფერის შესახებ ჟურნალისტებმა აზრი უოტფორდის დამრიგებელსაც ჰკითხეს, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:
"გიორგი ჩაკვეტაძე პირველივე დღიდან ძალიან მიყვარს. მას საქმისადმი ბრწყინვალე დამოკიდებულება აქვს და თავადაც იცის, რომ უოტფორდში მან თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც სახლში", - ამბობს ვალერიენ ისმაელი
შეგახსენებთ, რომ უოტფორდმა ბელგიურ გენტს გიორგი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ ჯამურად 2.5 მილიონი ევრო გადაუხადა.