"ქართველები ვამტკიცებთ, რომ რთულ პირობებშიც შეგვიძლია წარმატების მიღწევა" - რომან დოლიძე ბრძოლის წინა დღეს » სპორტის ხაზი

"ქართველები ვამტკიცებთ, რომ რთულ პირობებშიც შეგვიძლია წარმატების მიღწევა" - რომან დოლიძე ბრძოლის წინა დღეს

"ქართველები ვამტკიცებთ, რომ რთულ პირობებშიც შეგვიძლია წარმატების მიღწევა" - რომან დოლიძე ბრძოლის წინა დღეს
2-02-2024, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

4 თებერვალს UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას ჩაატარებს, მისი მეტოქე საშუალო წონის რეიტინგის მე-11 ნომერი ნასურდინ იმავოვი იქნება.

ბრძოლამდე რომან დოლიძემ პრესკონფერენცია გამართა.

"ქართველები პატარა ქვეყნიდან ვართ, თუმცა არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ წარმატების მიღწევა რთულ პირობებშიც შეგვიძლია. UFC-ში ახლა სულ 5 ქართველი მებრძოლია, აქედან 4 კი ტოპ 10-ში შედის. მჯერა, რომ თებერვალი წარმატებული გვექნება და ახალი ჩემპიონიც გვეყოლება."

"რაც შეეხება ჩემს მზადებას, ბრძოლის კვირა ისე მიმდინარეობს, როგორც ეს სხვა დროს ხდება. მიხარია, რომ დღის მთავარი ღონისძიების მონაწილე ვარ."

"ცოტა ნაწყენი ვარ, რადგან ჩემთან ბრძოლას ბევრი სპორტსმენი ჩაეხსნა. არ მსურს, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ისინი ბავშვებივით იქცევიან. მიუხედავად ამისა, ვიღებ ახლანდელ მდგომარეობას და ჩხუბისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ"
, - რომან დოლიძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი