ქართველი ძიუდოისტები ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილს შეხვდნენ და მისგან საინტერესო ზოგადსაგანმანათლებლო ლექცია მოისმინეს, რის შესახებაც ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია აქვეყნებს.
"საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის განათლების საკითხი ერთერთი მნიშვნელოვანი თემაა. სწორედ სპორტსმენთა განათლების ხელშეწყობის მიზნით, ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ლექცია."
"კლუბ შევარდენის დარბაზში შეკრებილმა ჭაბუკთა, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრებმა შოთა რუსთაველისა და ვეფხისტყაოსანის შესახებ ლევან გიგინეიშვილის საინტერესო მსჯელობა მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა."
"ძიუდოს ფედერაცია მსგავსი ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გააგრძელებს და ლექციათა ციკლი მიიღებს სისტემურ და მუდმივ ხასიათს", - წერია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სოციალურ გვერდზე