"ჩვენ დაფასებული ფეხბურთელი დავიმატეთ" - ნეთანიის მაკაბი საბა ხვადაგიანზე წერს » სპორტის ხაზი

"ჩვენ დაფასებული ფეხბურთელი დავიმატეთ" - ნეთანიის მაკაბი საბა ხვადაგიანზე წერს

"ჩვენ დაფასებული ფეხბურთელი დავიმატეთ" - ნეთანიის მაკაბი საბა ხვადაგიანზე წერს
2-02-2024, 11:58
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა ხვადაგიანი კარიერას ისრაელის ჩემპიონატში მოთამაშე ნეთანია მაკაბიში გააგრძელებს.

აღნიშნულის შესახებ ისრაელის ლიგის წარმომადგენელმა კლუბმა თავად გამოაცხადა და თან დაწერა, რომ ნეთანიამ საქართველოში დაფასებული მცველი დაიმატა.

"საფეხბურთო კლუბი ნეთანიის მაკაბი გაუწყებთ, რომ ხელშეკრულება დავდეთ ქართველ მცველ საბა ხვადაგიანთან, რომელიც ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მეორე ახალწვეულია."

"ის 21 წლისა და 186 სანტიმეტრი გახლავთ. საბა 5 წლის განმავლობაში დინამო თბილისში თამაშობდა. გარდა ამისა, ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანია, რომლის მაისურითაც მან 16-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო."

"საბა ხვადაგიანმა მატჩის ჩატარება ეროვნულ გუნდშიც მოასწრო, კერძოდ ბულგარეთთან, რაც მისთვის უდიდესი გამოცდილება იყო."

"ჩვენი ახალი ფეხბურთელი 2020/2021 წლების სეზონიდან დინამოში სისტემურად თამაშობს, რის გამოც ეს დაფასებული ფეხბურთელი დიდ ყურადღებას იქცევს"
, - წერს ნეთანია მაკაბი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი