გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდმა გენტიდან ოფიციალურად გამოისყიდა! » სპორტის ხაზი

გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდმა გენტიდან ოფიციალურად გამოისყიდა!

გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდმა გენტიდან ოფიციალურად გამოისყიდა!
1-02-2024, 17:19
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, ქართულმა სპორტულმა გვერდმა, Geo Team-მა საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა:

"Geo Team-ის ინფორმაციით, უოტფორდმა გიორგი ჩაკვეტაძის საიჯარო ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი აამოქმედა და გენტიდან გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა."

"ბელგიური კლუბი უოტფორდისგან 2.5 მილიონ ფუნტს მიიღებს. უოტფორდსა და გიორგი ჩაკვეტაძეს შორის გრძელვადიანი, 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ბრიტანელები შეთანხმებას მალე დაადასტურებენ"
, - წერს ქართული გვერდი

როგორც ჩანს, ინგლისში ქართველი ნახევარმცველის ძალიან ეიმედებათ და მასთან ერთად ახალი გეგმების დასახვაზე ფიქრობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი