ქუთაისის "ტორპედომ" 28 წლის ბრაზილიელი შემტევი დაიმატა » სპორტის ხაზი

ქუთაისის "ტორპედომ" 28 წლის ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

ქუთაისის "ტორპედომ" 28 წლის ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
31-01-2024, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის "ტორპედომ" 28 წლის გამოცდილი ბრაზილიელი შემტევი ფილიპე პირესი დაიმატა.

"28 წლის ბრაზილიელი შემტევი ფელიპე პირესი საქართველოშია და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებას გადის.
ფეხბურთელი კლუბს თურქული შეკრების შემდეგ შეუერთდა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი მასთან ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება.

ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პირესმა 2021-22 წლების სეზონი ჰოლანდიური „დენ ჰააგის“ შემადგენლობაში გაატარა. მანამდე ჰოფენჰაიმში (გერმანია), მორეირენსესში (პორტუგალია), რიეკაში (ხორვატია), პალმეირასში (ბრაზილია), აუსტრიასა და ზალცბურგში (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული დნიპრო 1-ის ღირსებას იცავდა.
პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ ავსტრიისა და ხორვატიის თასი.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა."
- ვკითხულობთ იმერული კლუბის სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.