ოფიციალურად: საბა ხვადაგიანმა დინამო თბილისი დატოვა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: საბა ხვადაგიანმა დინამო თბილისი დატოვა

ოფიციალურად: საბა ხვადაგიანმა დინამო თბილისი დატოვა
31-01-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, საბა ხვადაგიანი კარიერას მაკაბი ნეთანიაში გააგრძელებს.

ქართველი ცენტრალური მცველის ახალი კლუბი ისრაელის რანგით უმაღლეს ლიგაში 19 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

21 წლის მცველი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. საბამ კლუბის მაისური ეროვნულ ჩემპიონატში 81-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა. ხვადაგიანი ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანია და 16 შეხვედრაში 2 გოლიც აქვს გატანილი. ქართველს ეროვნულ ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ბულგარეთის წინააღმდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.