დინამო თბილისმა 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა » სპორტის ხაზი

დინამო თბილისმა 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა

დინამო თბილისმა 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა
31-01-2024, 02:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, დინამო თბილისმა 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი დაიმატა.

"ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი დინამოში ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

დომენიკ საიმონი დინამოს სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად გააგრძელებს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას. ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

საიმონი ობერვილერსის აღზრდილია. შემდეგ ესპანურ ნავაროში ასპარეზობდა, ბოლო ორი წელი კი ესტონური პაიდეს ღირსებას იცავდა. დომენიკი 2022 წელს ესტონეთის თასის მფლობელი გახდა."
- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.