სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური ტორინოს ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ 21 წლის ფეხბურთელი ვარჯიშიდან სახლამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.
აღნიშნულ ქმედებას იტალიური მედია ეხმაურება, რომელიც წერს, რომ საბა საზონოვმა ასეთი საქციელით გულშემატკივრების გული კიდევ უფრო მოიგო და მეტი დაფასება მიიღო:
"ადრე, 70-იან წლებში საერთოდ არ ჭირდა ისეთი ფეხბურთელის მონახვა, რომელიც ვარჯიშებზე ტრავმაით მიდიოდა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ასეთი რამის ნახვა თითქმის შეუძლებელია."
"გულშემატკივრები მუდმივად საუბრობენ ბალოტელის ლამბორგინისა და კრიშტიანუს ფერარის შესახებ, მაგრამ ახლა საქმე საბა საზონოვს ეხება, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ამის გამო კი ქომაგთა გულს იგებს", - წერს იტალიური მედია