"ავსტრია ვიენამ" და "ლეხმა" ქულები გაიყვეს | რა შეფასებები მიიღეს ქართველებმა? » სპორტის ხაზი

"ავსტრია ვიენამ" და "ლეხმა" ქულები გაიყვეს | რა შეფასებები მიიღეს ქართველებმა?

"ავსტრია ვიენამ" და "ლეხმა" ქულები გაიყვეს | რა შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
27-10-2022, 22:36
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ დასრულდა "კონფერენს ლიგის" შეხვედრა, სადაც "ავსტრია ვიენამ" ქართველების "ლეხს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ნიკა კვეკვესკირმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდანვე დაიწყო და მინდორზე 88 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი თამაშში 74-ე წუთიდან გამოჩნდა.

უცხოურმა Sofascore-მ ნიკა კვეკვესკირი 6.9 რეიტინგით შეაფასა, ხოლო წიტაიშვილმა 6.4 მიიღო.

შეგახსენებთ, რომ "კონფერენს ლიგის" C ჯგუფს "ვილიარეალი" 13 ქულით ლიდერობს, ხოლო "ლეხი" მეორე ადგილს 6 ქულით იკავებს. რაც შეეხება მესამე პოზიციას, აქ "ჰაპოელ ბერ შეევას" ვხედავთ, რომელსაც 4 ქულა აქვს, ხოლო ბოლო პოზიციას "ავსტრია ვიენა" 2 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი