ტორინოში ტრავმების ეპიდემია დაიწყო - უდიდესი შანსი საბა საზონოვს » სპორტის ხაზი

ტორინოში ტრავმების ეპიდემია დაიწყო - უდიდესი შანსი საბა საზონოვს

ტორინოში ტრავმების ეპიდემია დაიწყო - უდიდესი შანსი საბა საზონოვს
30-01-2024, 12:48
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ში მოთამაშე საბა საზონოვს უდიდესი შანსი ეძლევა, რომ ტორინოში თავი დაიმკვიდროს და სათამაშო პრაქტიკა სტაბილურად მიიღოს.

როგორც იცით, საბა აქამდე სასტარტო XI-ში მაღალი კონკურენციის გამო ვერ ხვდებოდა, თუმცა ის ფეხბურთელები, რომელთა შეცვლაც საზონოვს ევალებოდა, ახლა ტრავმირებულები არიან, რაც საბასთვის უდიდეს შანსს აჩენს.

აღსანიშნავია, რომ ტორინოს დარჩენილ სეზონს მთლიანად გამოტოვებს პეერ სხუურსი, რასაც თან ერთვის ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმაც, რომელიც რამდენიმე კვირას იუქმებს.

შესაბამისად, ესაა მოცემულობა, რომელიც საბა საზონოვმა სათავისოდ აუცილებლად უნდა გამოიყენოს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რამ განმეორებადი იყოს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს სერია A-ს 2023/2024 წლების სეზონში ტორინოს მაისურით 6-ჯერ აქვს ნათამაშები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი