ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში ნაპოლის შესახებ ისაუბრა და გუნდის ახალწვეულები გამოარჩია:
"ნაპოლი ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს, მათ სამხრეთ კორეელი კიმი დაიმატეს, რომელსაც არავინ იცნობ და და კულიბალზე ძლიერი აღმოჩნდა.
გარდა კიმისა, შეიძინეს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ლორენცო ინსინიეზე ძლიერია.
ნაპოლის გასაღები ნახევარდაცვაშია, სადაც ისეთი მოთამაშეები თამაშობენ, როგორიც ლობოტკაა, რომელიც გუნდისთვის დამატებით კაცად შეგვიძლია მივიჩინიოთ", - თქვა კაპელომ.