"არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა!" - სინერი ავსტრალიის გრანდ სლემის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

"არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა!" - სინერი ავსტრალიის გრანდ სლემის ჩემპიონია

"არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა!" - სინერი ავსტრალიის გრანდ სლემის ჩემპიონია
28-01-2024, 21:48
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჩოგბურთელმა იანიკ სინერმა ფინალში რუსი დანიილ მედვედევი 5 სეტში (3:6, 3:6, 6:4, 6:4, 6:3) დაამარცხა და გრანდ სლემის ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

არაპროგნოზირებადი, დაძაბული და ძალიან ლამაზი გათამაშებებით დახუნძლული ფინალი ვიხილეთ. დანიილ მედვედევის მიერ დამაჯერებლად მოგებული ორი სეტის შემდეგ იანიკ სინერი თამაშში დაბრუნდა და იმ ჩოგბურთის დემონსტრირება დაიწყო, რომლითაც მთლიანი ტურნირი ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა თავდაპირველად მედვედევის უპირატესობით წარიმართა, ბოლოსკენ მას უფრო მეტად და მეტად ეტყობოდა დაღლა, რასაც სინერი თავისმხრივ უფრო და უფრო მეტ მონდომებასა და ჟინს უპირისპირებდა. პირველი ორი სეტის შემდეგ ქამბექი წარმოუდგენლად ჩანდა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევრიდან უკვე აშკარად ჩანდა რომ თამაშის კონტროლს უკვე 22 წლის მოთამაშე იღებდა საკუთარ თავზე. საბოლოო ჯამში, სინერმა თამაში მეხუთე სეტში გადაიყვანა და ულამაზესი პერფორმანსი შემოგვთავაზა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი