"ამ ფაქტმა ფსიქოლოგიურად ჩვენზე ძალიან იმოქმედა...", - ჩავის პირველი კომენტარი ევროპა ლიგაზე გავარდნის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ამ ფაქტმა ფსიქოლოგიურად ჩვენზე ძალიან იმოქმედა...", - ჩავის პირველი კომენტარი ევროპა ლიგაზე გავარდნის შემდეგ

"ამ ფაქტმა ფსიქოლოგიურად ჩვენზე ძალიან იმოქმედა...", - ჩავის პირველი კომენტარი ევროპა ლიგაზე გავარდნის შემდეგ
27-10-2022, 19:23
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდა და მეტოქე 0:3 დაამარცხა.

მანამდე, თავისი შეხვედრა პლზენს ინტერმაც მოუგო - შესაბამისად, ჩავი ერნანდესის გუნდმა ავტომატურად ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

ბაიერნთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ამაზე კომენტარი კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეტა:

"საკმარისად კარგები ვერ ვიყავით და მათ დონეზე თამაში ვერ შევძელით. ბაიერნი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ჩვენზე ბევრა უკეთესად და მეტად ინტენსიურებიც იყვნენ შეტევაში.

დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის წინ ინტერის გამარჯვებამ და ავტომატურად ევროპა ლიგაზე გადანაცვლებამ ჩვენზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა
", - განაცხადა ჩავიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი