იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში კალიარიმ ტორინოს უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.
სტუმართა შემადგენლობაში საბა საზონოვი მინდორზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და დარჩენილ დროში ტორინოს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა.
თამაშის დასრულების შემდეგ საზონოვმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"ტორინოს ძალიან მაღალი დონის მცველები ჰყავს, კლუბში არსებული მაღალი კონკურენცია კი მხოლოდ და მხოლოდ მეხმარება."
"ბოლო წუთებში საკმაოდ რთული იყო, ალბათ, ერთი პასიც კი არ გამიკეთებია, თუმცა მთავარი ისაა, რომ მატჩის მოგება შევძელით."
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე და ჩემი შანსები გამოვიყენო", - თქვა ცენტრალურმა მცველმა