ინტერის დიდების დარბაზის წევრი, 2010 წლის ტრებლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ვესლი სნეიდერი ლეგენდების მატჩს შემოუერთდა.
თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, საქართველოს ნაკრების ლეგენდების წინააღმდეგ 2024 წლის 7 მარტს, ბათუმში ითამაშებს.
სნეიდერმა აიაქსსა და მადრიდის რეალში ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, საუკეთესო პერიოდი მილანის ინტერში გაატარა და იტალიურ გრანდთან ერთად 6 ტიტული მოიგო.
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ეროვნულ ნაკრებში 134 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთ-ერთი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო გოლად დაასახელეს.