ოთარ კაკაბაძე იტალიის სერია A-ში გადადის? | ახალი ცნობები » სპორტის ხაზი

ოთარ კაკაბაძე იტალიის სერია A-ში გადადის? | ახალი ცნობები

ოთარ კაკაბაძე იტალიის სერია A-ში გადადის? | ახალი ცნობები
26-01-2024, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური კრაკოვიას მცველი, ოთარ კაკაბაძე იტალიურ კრემონეზეს დაუკავშირეს.

როგორც პოლონელი ჟურნალისტი, ტომაშ ვლოდარჩიკი წერს, თავად ფეხბურთელის სურვილი კარიერის კრაკოვიაში გაგრძელებაა, თუმცა თუ ეს არ მოხდა, ოთარს გაისად შეეძლება, რომ კრემონეზეში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

კრემონეზე ამ ეტაპზე სერია B-ში ასპარეზობს და ცდილობს, რომ უმაღლეს დივიზიონში ლუკა ლოჩოშვილთან ერთად დაბრუნდეს.

ამდენად, არის შანსი, რომ 2024/2025 წლების სეზონიდან სერია A-ს კრემონეზეში ერთბაშად ორი ქართველი მცველი ასპარეზობდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი