დღეს, 23:00 საათზე ქართველების "სლოვან ბრატისლავა" სომხურ "პიუნიკ ერევანს" დაუპირისპირდება. "კონფერენს ლიგის" H ჯგუფში პირველ პოზიციას "ბაზელი" 7 ქულით ფლობს, ხოლო სომხური გუნდი მეორე ადგილზე 6 ქულითაა. "სლოვან ბრატისლავა" მესამე ადგილს 5 ქულით იკავებს, რომელსაც "ჟალგირისი" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
უცხოური Sportsunfold გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს აქვეყნებს, სადაც სლოვაკური გუნდის თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ვლადიმერ ვაისის XI: ჩოვანი | პაუსჩეკი, კაშია, აბენა, ლოვატი | კანკავა, კუცკა | ჟმრალი, ჩაკვეტაძე, ვაისი | ჩავრიჩი.