დინამო თბილისი | კამარა კარიერას ასტანაში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

დინამო თბილისი | კამარა კარიერას ასტანაში გააგრძელებს

დინამო თბილისი | კამარა კარიერას ასტანაში გააგრძელებს
23-01-2024, 12:53
Aa Aa
გაზიარება:

როგორც დინამო თბილისის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, უსმანე კამარა კარიერას ასტანაში გააგრძელებს:

"დინამო თბილისსა და ასტანას შორის უსმანე კამარას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 25 წლის გარემარბი კარიერას ყაზახურ კლუბში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის კამარას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში."

"უსმანე კამარა დინამოს ღირსებას 2022 წლიდან იცავდა. დედაქალაქურ გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი. დინამოს ფორმით გვინეელმა ფეხბურთელმა მთლიანობაში 85 მატჩი გამართა, გაიტანა 26 გოლი და გააკეთა 19 საგოლე გადაცემა"
, - წერს ქართული გვერდის ვებსაიტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი