უსმანე კამარას ურალში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - მიზეზი საკმაოდ უცნაურია » სპორტის ხაზი

უსმანე კამარას ურალში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - მიზეზი საკმაოდ უცნაურია

უსმანე კამარას ურალში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - მიზეზი საკმაოდ უცნაურია
8-01-2024, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისის გვინეელი ლეგიონერის, უსმანე კამარას რუსულ ურალში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, რასაც საკმაოდ უცნაური მიზეზი აქვს.

როგორც რუსული კლუბის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ შეთანხმებას მიღწეული ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე უცხო აგენტი გამოჩნდა, რომლებიც კამარას ტრანსფერში ფულის ჩარიცხვას ითხოვენ.

ბოლო ინფორმაციით, კამარა რუსულ ურალში 380 000 ევროს სანაცვლოდ უნდა გადასულიყო, თუმცა ამ ტრანსფერს აღარაფრის პირი უჩანს.

ცნობისთვის, აფრიკელი მოთამაშე დინამო თბილისის რიგებში 2022 წლიდან თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი